რუსეთი უკრაინას 37 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 37 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიევში, ოდესაში, მიკოლაევის, სუმის, ვინიცის ,ჟიტომირისა და ხერსონის რეგიონებში.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ კიპერის თქმით, ოდესის რეგიონში 20 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.