პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ვეტო გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე შემდგომი დაფიქრებისშესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოუწოდებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.
„არსებული ფორმით ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და გზას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს საქართველოში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობა. ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას საქართველოში“, – წერს შარლ მიშელი.
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.