პრეზიდენტადწოდებულ ქალბატონს, რომ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღრაიბაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია.
პრეზიდენტადწოდებულ ქალბატონს, რომ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის ქართველად. მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ საფრანგეთში წავიდეს. ან დარჩენა უნდა პოლიტიკაში, რომ საკუთარი ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას პირადად, რომ მანამ, სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და პრეზიდენტად დასვამდა, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%. მისი შედეგი, მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არქივიდან. ერთი პროცენტი მიიღო ქალმა და რა პრეტენზიები აქვს საერთოდ. ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის, კითხვა დაუსვით ამ ადამიანს. გნებავთ ევროინტეგრაციის გზაზე, რა გაუკეთებია. თუ რაიმე მოხდა და რაიმე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება მეგობრებო, ასოცირების შეთანხმება იქნება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ახლა ეს პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები არ არის კონსტრუქციული ეს დამოკიდებულება", - ამბობს ღარიბაშვილი.