დღეს, 5 იანვარს, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატებიდან" აცნობეს, შეხვედრას საკრებულოს კიდევ ერთი წევრი - კახა კუკავაც დაესწრება.
შეხვედრა გაეროს უმაღლესი კომისარიატის შენობაში (ყაზბეგის გამზ. 2), 11:00 საათზეა ჩანიშნული.