გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებებს, რომ საპროტესტო აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოჩენა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა.
როთი აღნიშნავს, რომ პაპუაშვილმა არ მოისურვა მათთან შეხვედრა.
“ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ. მაგრამ, გთხოვთ ნუ იქნებით დაკავებულები მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას” წერს როთი,
შეგახსნებთ, მიხაეილ როთი სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, 14 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მივიდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.