დღეს, 5 იანვარს, 16:30 საათზე, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და აშშ-ის საელჩოში განთავსებული საზღვაო ქეითები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს მოინახულებენ (ნუცუბიძის ქ. #3).
საზღვაო ქვეითებმა, რომელთაც სერჟანტი ჯოზეფ სორგი მეთაურობს, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს "სათამაშოები ბავშვებს" პროგრამის ფარგლებში, საელჩოს თანამშრომლების მიერ შემოწირული სათამაშოები შეუგროვეს. სათამაშოების შეგროვებაში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაც" მონაწილეობდა.
პროგრამა "სათამაშოები ბავშვებს" 1947 წელს დაარსდა. პროგრამის მიზანია აშშ-სა და მთელ მსოფლიოში სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საშობაოდ საჩუქრების შეგროვება. პროგრამის 63-წლიან ისტორიაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა 188 მილიონ ბავშვს 400 მილიონზე მეტი საჩუქარი მიუტანა.