რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. მედიის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა პუტინს მასშტაბური დახვედრის ცერმონია მოუწყო, რის შემდეგაც ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.
ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 75-ე წლისთავია და რომ ის და პუტინი ერთმანეთს 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ.
"გასული წლების განმავლობაში, მე და პრეზიდენტი პუტინი 40-ზე მეტჯერ შევხვდით, მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა, რათა სტრატეგიულად წარმართულიყო ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები, განვითარებულიყო ჯანსაღი, სტაბილური და შეუფერხებელი გზით", - თქვა მან.
პუტინი ჩინეთში ორი დღის განმავლობაშიდარჩება, სადაც სი ძინ პინთან ერთად განიხილავს ორი ქვეყნის პარტნიორობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს. მედიის ინფორმაციით, ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს