"სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე ახლანდელი ვითარება საქართველოში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძეს დავურეკე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი X-ზე წერს.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განვიხილე ახლანდელი ვითარება საქართველოში, რის შემდეგაც პრემიერ ირაკლი კობახიძეს დავურეკე. ხელახლა აღვნიშნე, რომ სრულად მხარს ვუჭერ ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას, მათ შორის ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების მოძებნაში დახმარებით," - წერს მიშელი.