დღეს, 5 იანვარს, მთავრობის 2011 წლის პირველი სხდომა გაიმართება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო კანცელარიაში განუცხადეს, 2011 წლის მთავრობის პირველი სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 28 დეკემბერს გაიმართა მთავრობის ბოლო სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა 2010 წლის ეკონომიკურ წარმატებებსა და წარუმატებლობებზე ისაუბრა.