ხვალ, 5 იანვარს, 15:00 საათზე, სათნოების სახლ "კათარზისში" მეშვიდე ტარდიციული საშობაო კონკურსი "სუპერ ბებია, სუპერ ბაბუა -2011" გაიმართება.
კონკურში 70 წელს გადაცილებული 25 მოხუცი მონაწილეობს. მონაწილეებს შორის ჩატარდება ცეკვისა და სიმღერის კონკურსი.
კონკურსის ჟიურიში არიან ნუცა ჯანელიძე, დუეტი "ჯორჯია", სოფო ხალვაში და კომპანია "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი ვალერი ფანცულაია.
ღონისძიებას მსახიობი ნანული სარაჯიშვილი წარუძღვება.