ხვალ, 5 იანვარს, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, საკვანძო ქვესადგურში "ნავთლუღი 220" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ სარემონტო სამუშაოს ჩატარების მიზნით, კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძისა და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზღუდება N4 მაცივარს, ელექტროშემდუღებელ და ასფალტის ქარხნებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.