უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება საქართველოს პრეზიენტთან საუბარს და მადლობას უხდის ზურაბიშვილს სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის.
"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მადლობა გადავუხადე სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის. მხოლოდ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა", - წერს X-ზე ზელენსკი.