თებერვალში სავაჭრო სახლი Sotheby's აუქციონზე გამოიტანს ბრიტანელი იმპრესიონისტი მხატვრის, ფრენსის ბეკონის სურათს. პატარა ზომის ტრიპტიქზე გამოსახულია ბეკონის მეგობარი მხატვარი ლუის ფრეიდი.
ეს ნახატი ამ დრომდე არსად არ გამოფენილა და 1965 წლიდან კერძო კოლექციაში ინახება. სურათის მფლობელის გვარი არ სახელდება, თუმცა სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ ის ჟენევაში მცხოვრებ კოლქციონერს ჯორჯ კოსტარიცუს ეკუთვნოდა.
ჯორჯ კოსტარიცუ გასულ წელს გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბეკონის ერთ-ერთი ნამუშევარი ბოლოს 2010 წლის ნოემბერში გაიყიდა.
მისმა პირადმა ექიმმა და ახლო მეგობარმა ოლტ რასმა 14 მილიონ დოლარად გაყიდა ტილო "ფიგურა მოძრაობაში". ვაჭრობის დაწყებამდე ნახატის ღირებულება 7-10 მილიონ დოლარად ფასდებოდა.