საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სოლიდარობისა და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.