საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს და ლიეტუველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"ძვირფასო გიტანას ნაუსედა, მადლობა თქვენ და ლიეტუველ ხალხს თქვენი ურყევი მეგობრობისა და საქართველოს ევროპულ არჩევანში ურყევი მხარდაჭერისთვის!"- წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.