"ფარჩაკებო, ქათმებო" - ამ სიტყვებით მიმართა სახელისუფლებო გუნდის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციას პარლამენტის სხდომათა დარბაზში.
მმართელი გუნდის წევრმა ოპონენტებს უთხრა, რომ ხელისუფლებაში მობრუნების საშუალებას არასდროს მისცემენ. "თუ გინდათ, დავიგინები!", - უთხრა ღუდუშაურმა ოპოზიციის წევრებს.
“რას აკეთებთ? გინდათ რომ გვარამია, ეს არაკაცები და ისევ ადეიშვილები მოიყვანოთ ხელისუფლებაში? ეს ქათმები... ქათამს რას ვერჩი - ეს მართლა უღირსი ფარჩაკები. დღეს ტურებით დადიან და ეუბნებიან რომ “ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო“. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ რასაც შევპირდით ამ ხალხს, რომ თქვენ ამ ბოროტებით ვერასდროს მოხვიდოდით ხელისუფლებაში, მაგას უეჭველი შეგისრულებთ. თუ გინდათ დავიგინებით, თუ გინდათ დავიფიცებით. თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ მართლა? ვერასდროს მოხვალთ ხელისუფლებაში!, - უთხრა ალუდამ ოპოზიციას.