პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ვეტერანთა აქციის დარბევის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვა უკომენტაროდ დატოვა.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს გმირთა მემორიალთან მეორე დღეა მიმდინარე მოვლენების კომენტირება მედიის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყების თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თხოვეს, თუმცა ბაქრაძემ მათ შეკითხვას არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ "მოამბის" ჟურნალისტები, საინფორმაციო გამოშვების იუბილესთან დაკავშირებით მიიღო. რაც შეეხება ვეტერანების აქციას, როგორც ცნობილია, ის სამართალდამცველებმა გუშინ დაარბიეს.