აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელის სამანტა პაუერის განცხადებით, აგენტების შესახებ კანონპროეტი ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას.
"საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები ატარებენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, რაც გამოხატავს მათ იმედებს ევროპასთან ინტეგრირებულ აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალზე. ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას," - წერს პაუერი.