ომის ვეტერანები ყოველი თვის 25 რიცხვში გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენ"-ს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი თქმით, როგორც რუსეთში პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან, ისევეა საჭირო საქართველოში დაიწყოს ბრძოლა "რუსი საპოგის" წინააღმდეგ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი განასახიარებს.
"ჩვენ ვაპირებთ, ყოველი თვის 25 რიცხვში გმირთა მოედანზე შევიკრიბოთ ვეტერანთა უფლებების დასაცავად", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართულებით მსვლელობა არ შედგება, რადგან იქ იმყოფებიან გადაცმული სამართალდამცავები, რომლებიც აქციის დასარბევად არიან განწყობილები.
"გუშინდელ ვანდალურ ფაქტს ჩვენ აღარ დავუშვებთ", - აცხადებენ ვეტერანები.
ამ წუთებისთვის ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია უკვე დაიშალა, თუმცა, ადგილზე კვლავ რჩევბიან სამართალდამცველები.