სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის შეფასებით, ქართველი ერი სულიერად ძლიერი და მთლიანია.
"მთავარი ის კი არ არის, რომ ჩემი დაბადების დღეა, მთავარია, რომ ჩვენი ერი სულიერად ძლიერი და მთლიანია. ჩვენი ერი ერთადაა და ვერავითარი შინა თუ გარეშე მტერი ვერაფერს დააკლებს მას", - ბრძანა უწმინდესმა მისი იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.
უწმინდესმა ქართველ ერს "დიდი სიყვარულისთვის" მადლობაც გადაუხადა და შობა-ახალი წელი მიულოცა.