მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს: არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა რამდენი უკვე დღე არის, რამდენი კვირა, აჩვენა ყველას, მსოფლიოს, თუ რამდენად მშვიდობიანი და რამდენად შეგნებული რამდენად შემართებული და რამდენად არაპროვოკაციებზე წამსვლელები არიან. ასე რომ, ვერავის ვერ დააჯერებთ ვერაფერს. ტყუილად არის და მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმასაჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, რომ თავი შეიკავეთ ამისგან იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი, - განაცხადა ზურაბიშვილმა.