საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დაღუპულ გმირთა მემორიალთან პლედებითა და ლეიბებით მისვლა ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ სტანდარტებს სცდება.
"საზოგადოების ნებისმიერ ნაწილს აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი და წამოაყენოს მოთხოვნები მათ შორის საჯარო ფორმითაც, თუმცა დაღუპულ გმირთა მემორიალთან "ადიალებით" და ლეიბებით მისვლა ცდება იმ ზნეობრივ და მორალურ სტანდარტებს, რომელიც ყველგან არის დამკვიდრებული", - განუცხადა წიკლაურმა ჟურნალისტებს სამართალდამცველების მიერ ვეტერანთა აქციის დარბევის საკითხზე კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, ყველა ჩვენთანაგის მოვალეობაა გმირთა მემორიალს მეტი პატივისცემითა და მოწიწებით მოვეეპყრათ.