საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი თბილისში გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო დემონსტრაციას ეხმიანება.
"რასაკვირველია, [აქციის მონაწილეთა] რაოდენობას აჭარბებენ, მაგრამ გადათვლა შეიძლება. რასაც ვხედავ, ნათელი სახეა ადამიანების, რომლებიც ალბათ რაღაცნაირად გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც უღირსად გაიარეს თავისი [ხელისუფლების] პერიოდი. როცა ვამბობთ, რომ სისხლიანი 9 წელი როდის უნდა დავივიწყოთო, დავივიწყებდით, დაიღალა ხალხი ამდენი ნეგატივით, მაგრამ ამ პროცესებში ვუყურებთ ხალხს, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა რეჟიმის შექმნაში", - თქვა მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
Visioner-ის ინფორმაციით, Mapchecking-ის შეფასებით, ევროპის მოედანზე სულ მცირე 200 000 ადამიანი იყო შეკრებილი.