სამართალდამცველებმა გმირთა მემორიალთან მიმდინარე ვეტერანების მხარდამჭერი აქციაც დაშალეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრული ფრთის ლიდერმა სულხან ღლონტმა განუცხადა, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც ვეტერანებს სოლიდარობას უცხადებდნენ და მათ გუშინდელ დარბევას აპროტესტებდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და "შავებში ჩაცმულმა" პირებმა დაშალეს.
"მემორიალთან დაახლოებით 100-მდე - საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და შავებში ჩაცმული პირები მოვიდნენ და აგრესიული ქმედებებით გვაიძულეს ტერიტორია დაგვეტოვებინა. მათ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და გმირთა მემორიალს ასე გაგვარიდეს", - განმარტა ღლონტმა.
მისი განმარტებით, ამჯერად პოლიციელებს არავინ დაუკავებია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 იანვარს, სამართალდამცველებმა გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები დაარბიეს.