აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ო’ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.
"ო’ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ", – ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ო'ბრაიენთან შეხვედრა უკვე შეთანხმებულია.