მოძრაობა "სოლიდარობა უკნონო პატიმრებს" ლიდერი, ეკა ბესელია მოშიმშილე ვტერანების დარბევის ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას არვცელებს.
ბესელიას განმარტებით, მოშიმშილე ვეტერანების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უკანონობა და დანაშაულებრივი ქმედებაა.
"სოლიდარობას ვუცხადებ ვეტერანებს და მიმაჩნია რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. გამოძიებული უნდა იქნეს, რატომ მოხდა ძალის გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება პოლიციელთა მხრიდან. მოშიმშილეთა დაკავება კი საერთოD ცილდება კანონისა და სამართლის ფარგლებს და არაადამიანური დამოკიდებულების ტოლფასია",- ნათქვამია ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ განცხადებში. მისივე განმარტებით აღნიშნულ ფაქტს ის საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს აცნობებს.