ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის "დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისთვის" კანდიდატმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხმების 80%-მდე უკვე დათვლილია. გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ ხმების 64.8% მიიღო, მისმა კონკურენტმა მოქმედმა პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკის - 29.2 პროცენტი.
სოციალ-დემოკრატმა პენდაროვსკიმ დამარცხება უკვე აღიარა.
"შედეგები ნათელია, მაგრამ ჩემი სინდისი სუფთაა, შედეგებიდან გამომდინარე, მინდა მივულოცო გამარჯვებულს და ვუსურვო წარმატებული მუშაობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში", - განაცხადა მან.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 24 აპრილს გაიმართა, სილიანოვსკა-დავკოვამ ხმების დაახლოებით 40 პროცენტი მიიღო, პენდაროვსკიმ კი 20 პროცენტზე ნაკლები.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნებიც, სადაც ასევე ოპოზიციური კოალიცია "შენი მაკედონია" იმარჯვებს. ამ კოალიციას სათავეში უდგას "დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისთვის". კოალიციას ხმების 42.5% აქვს, სოციალ-დემოკრატიულ გაერთიანებას (SDSM) კი 14,5 პროცენტი.
მოსალოდნელია, რომ ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ქვეყანაში 9 მაისს დაიწყება. შედეგად, პრემიერ-მინისტრი შესაძლოა "დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისთვის" ლიდერი კრისტიან მიცკოსკი გახდეს.