ხვალ, 25 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე შეხვედრას გამართავენ.
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები საქართველოს 24 ნოემბერს ეწვივნენ. სტუმრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ჯერ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანთან, შემდეგ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ აკაკი მინაშვილთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მოგვიანებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართავენ.
25 ნოემბერს ჩეხი პარლამენტარები რამდენიმე შეხვედრას კვლავ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამართავენ, 12:00 საათზე კი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამგზავრებიან და მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას შეხვდებიან. საგარეო უწყებიდან ჩეხი პარლამენტარები ჯერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მივლენ, სადაც მათ მინისტრი
დიმიტრი შაშკინი მიიღებს, შემდეგ კი სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს შეხვდებიან.
26 ნოემბერს სტუმრები მცხეთაში გაემგზავრებიან, სადაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, ჯვრის მონასტრსა და დედათა მონასტერს დაათვალიერებენ.
დღის ბოლოს ჩეხი პარლამენტარები თბილისში დაბრუნდებიან, სადაც ჯერ ხელოვნების მუზეუმს ესტუმრებიან, შემდეგ კი "ქარვასლაში" მივლენ და თბილისის მუზეუმს დაათვალიერებენ.
სტუმრები თბილისს 27 ნოემბერი დატოვებენ.