ამერიკული საბანკო კომპანია Goldman Sachs -სა და რუსული კომპანიის Digital Sky Technologies -ის მიერ Facebook-ში განხორცილებული ინვესტიციების (შესაბამისად და მილიონი აშშ დოლარი) შემდეგ სოციალაური ქსელი 50 მილიარდ აშშ დილარად არის შეფასებული.
შესაბამისად, ამჟამად Facebook -ი eBay, Yahoo, Time Warner -ზე ძვირია.
მიიჩნევა რომ ახალი ინვესტიციები სოციალური ქსელს გააძლიერებს, რადგან შესაძლებელი ხდება პროექტში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა, ახალი პროდუქტების განვითარება და მოგების ზრდა. ეს იმ პირობებში როდესაც Facebook -ი არ წარმოადგენს სავაჭრო კომპანიას.
უნდა აღინიშნოს, რომ, 2011 წლის პირველ დღეებში ფეისბუკმა ვიზიტორთა რაოდენობით google-ს გადაასწრო.