თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა. იტყობინება "ეხო კავკაზა".
განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება.
მედიის ინფორმაციით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაევალა "მინისტრის მოადგილეს" ირაკლი ტუჟბას.
ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა.