საკვანძო ქვესადგურში "ნავთლუღი 220" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით მიმდინარე წლის 5 იანვარს 10 საათიდან 11 საათამდე კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძისა და სურგულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზღუდება N4 მაცივარს, ელექტროშემდუღებელ და ასფალტის ქარხნებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები