სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადებიდან 78 წელი შეუსრულდა. „ქართული პარტია" ულოცავს ქართველი ხალხის სულიერ წინამძღოლს ამ იუბილეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
„ქართული პარტია" ხაზგასმით აღნიშნავს იმ განსაკუთრებულ ღვაწლს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიუძღვის თავისი ერის სულიერი სიმტკიცისა და ფასეულობების შენარჩუნების საქმეში.
„ქართული პარტია" გამოთქვამს იმედს, რომ მისი უწმინდესობა მომავალშიც შეასრულებს დიდ როლს ქართველი ხალხის კონსოლიდაციასა წინსვლაში.