საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელს როლანდ მონაშს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და UNICEF-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელონ მუშაობა დასახული ამოცანების განხორციელების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს ნალბანდოვმა წარმატებები უსურვა მონაშს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პოსტზე.