საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ეროვნული უმცირესობებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის მანდატში შემავალ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.