"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, გმირთა მოედანზე აქციის დაშლისას სამართალდამცავების მხრიდან ძალაუფლებას გადაამეტეს.
"ხელისუფლებას სჩვევია საზოგადოების პროტესტის არაადეკვატური მონდომებით დარბევა და შეცდომების აღიარების მიუხედავად, ამ შეცდომების განმეორება. ამჯერადაც, ომის ვეტერანთა აქცია, სადაც მთავარი მოთხოვნები სოციალური ხასიათის იყო, პოლიციამ დაარბია, რასაც წინდაუხედაობად და ძალის დემონსტრირების მცდელობად ვაფასებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესი აქციის მონაწილეებთან გასაუბრება და მათი მოთხოვნების გათვალისწინება იქნებოდა", - ნათქვამია "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ვეტერანთა შიმშილობის აქცია 3 იანვარს დაშალა, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს.
ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ.