მოძრაობა "7 ნოემბერი" მოშიმშილე ვეტერანთა დარბევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს მოძრაობა "7 ნოემბრის" სახელით ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა, მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს უკანონოდ დარბეულ და დაპატიმრებულ თანამოქალაქეებს.
"საგულისხმოა რომ, სახელისუფლებო ძალადობის მორიგი მსხვერპლი საზოგადოების ის წარმომადგენლები გახდნენ რომლების საქართველოს უახლოესი ისტორიის ძნელბედობის ჟამს იარაღით ხელში, უანგაროთ იცავდნენ ქვეყნის ღირსებას და მომავალს. იცავდნენ სწორედ მაშინ როდესაც ახალგაზრდა ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენელი (მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით) მშობლების თუ ძლიერი მფარველების მეშვეობით ქვეყანა დატოვეს და სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს შორეული კომფორტიდან აკვირდებოდნენ. სამწუხაროა რომ მმართველი ელიტა მსგავსი ქმედებებით ქვეყნის ისტორიის გადაწერას და ნამდვილი გმირების დაკნინებას ცდილობს. მიგვაჩნია რომ, საზოგადოებამ არ უნდა დატოვოს უპასუხოდ იმ ადამიანებზე განხორციელებული ძალადობა, რომელთა წინაშეც თაობათა მთერი რიგი ვალშია, რადგან გუშინდელი ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ იმის დასტურია რომ, მმართველი ელიტისთვის ვეტერანები, ჯარისკაცის ღირსება და მთლიანად ქართული საზოგადოების როლი ''სათოფე ხორცის'' და'' ერთჯერადი ელექტორატის'' დოზეა დაყვანილი", _ ნათქვამია მოძრაობა "7 ნოემბრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანთა აქცია პოლიციამ გუშინ, 3 იანვარს, დაშალა.
ვეტერანები ხელისუფლებისგან შეღავათების გაუქმებას აპროტესტებდნენ და "ამაგის დაფასებას" ითხოვდენ. მათ პროტესტის ამ ფორმას კვირაზე მეტია, რაც მიმართეს.