ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი ეხმიანება თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესო აქციის დარბევას.
"მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას ახორციელებდნენ უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.