პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილის თქმით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.