ვესაუბრე ქართველ დეპუტატებს კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტთან დაკავშირებით - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი.
"მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებული „უცხო გავლენის“ კანონპროექტთან და მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე", - დაწერა ჯიმ ობრაიენმა.