დღეს, 4 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტობიდან 7 წელი შესრულდა.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, სააკაშვილი ქვეყნის პირველ პირად პირველად 2004 წლის 4 იანვარს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნებში მაშინ მას მხარი მოსახლეობის 96 %-მა დაუჭირა. თუმცა 5 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი 2007 წლის ნოემბერში (ქვეყნის დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებამ 7 ნოემბერს დაარბია) პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგა და რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადა. 2008 წლის 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილი უკვე 53 %-ით, თუმცა პრეზიდენტად მეორე ვადით იქნა არჩეული.
სააკაშვილის პირველი ინაუგურაცია გელათის საკათედრო ტაძარში, მეორე კი ასევე ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში შედგა.
საქართველოს პრეზიდენტი 43 წლისაა.