მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია მოშიმშილე ვეტერანების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას უკანონობას და დანაშაულებრივ ქმედებებს უწოდებს და სოლიდარობას უცხადებს ვეტერანებს.
"მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ძალადობის გამოყენება ამჯობინეს. ალბათ, სააკაშვილის ბათუმურ განწყობას უმძიმებს ვეტერანების აქცია და ამიტომ გადაწყვიტა მათი პოლიციური ძალით ალაგმვა. ეს მეტ უსამართლობას ბადებს და მეტ პროტესტს აჩენს", _ ნათქვამია ბესელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანთა აქცია პოლიციამ დაშალა.