შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზალიბერალიზაციაზე მომლაპარაკებელი, ვაცხადებ:
- შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი.
ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას“, - წერს პაპუნა ჯანელიძე.