"ქართული პარტიის" წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრს ეკა მათიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციაზე მყოფ "ქართული პარტიის" ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ეკა მათიაშვილს. იგი სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება უტარდება. დაკვებულია "ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შოთიკო იამანიძე, რომელიც მათიაშვილს გამოექომაგა", _ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მატი განცხადებით, "ქართული პარტია" კატეგორიულად მოითხოვს უკანონოდ დაკავებული შოთიკო იამანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ეკა მათიშვილს ფიზიკურად გაუსწორნენ.
"ქართული პარტია" მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ადეკვატური შეფასება მისცენ 3 იანვარს თბილისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს.