საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პარიზში გრიგოლ ვაშაძე შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერთან. შეხვედრის შემდეგ გაიმართება საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია.
მინისტრი ასევე შეხვდება ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს პიერ ლელუშს, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აქსილ პონიატოვსკის და იუნესკოს ახლადარჩეულ გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუებს მისცემს ფრანგულ გაზეთებს Le Figaro, Le Monde, Libération, Le Parisien.
26 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოვა პარიზში, საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: "What Are Georgia's Foreign Policy Options".
ვაშაძის ვიზიტი საფრანგეთში 28 ნოემბრამდე გაგრძელდება.