„კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს არა საქართველოს ინტერესების დაცვას, არამედ საქართველოს ქართველებისგან დაცლის მხარდაჭერას და ყველაზე მთავარი, ყველამ იცოდეს, რომ “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, კი რუსულ კანონს, არა ევროპას“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
მანჯგალაძის თქმით ხელისუფლების 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მხარს უჭერ და მოგწონს ის სიღარიბე, უმუშევრობა და მაღალი ფასები რომელიც ქვეყანაშია
„მე მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, ხელისუფლების 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მხარს უჭერ და მოგწონს ის სიღარიბე, უმუშევრობა და მაღალი ფასები რომელიც ქვეყანაშია.
შენ მოგწონს ის, რომ მხოლოდ 2023 წელს 163 000 ქართველი ანუ ერთი ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობის ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან და 52 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა?
ამ კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს არა საქართველოს ინტერესების დაცვას, არამედ საქართველოს ქართველებისგან დაცლის მხარდაჭერას და ყველაზე მთავარი, ყველამ იცოდეს, რომ “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, კი რუსულ კანონს, არა ევროპას, რაც საქართველოს და ჩვენი უკეთესი მომავლის წინააღმდეგ წასვლაა“ - განაცხადა მანჯგალაძემ.