2011 წლის პირველი იანვრიდან ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ლიტვა გახდა.
როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აუდრონიუს აჟუბალისი აცხადებს, ეუთოს თავმჯდომარეობისას ლიტვა საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას შეეცდება.
მინისტრის თქმით, ვილნიუსი შეეცდება, გააცოცხლოს "გაყინული კონფლიქტების", მათ შორის საქართველოს კონფლიქტების გადაჭრის საკითხი.
მისივე თქმით, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების გარდა, ეუთოს თავმჯდომარეობისას ლიტვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: ენერგეტიკული უსაფრთხოება და დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა.
ლიტვა, რომელსაც ეუთოს თავმჯდომარეობა ყაზახეთისგან გადაეცა, ეუთოს 2012 წლამდე უხელმძღვანელებს.
2012 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ირლანდია გახდება, 2013 წელს კი უკრაინა.