საქართველოს უპარტიოთა მოძრაობის (სუმო) პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს უპარტიოთა მოძრაობა საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ამოცანად მიიჩნევს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ პრობლემის გადასწყვეტად აუცილებელია საქართველოს სახელმწიფომ გადადგას ეფექტური ნაბიჯები, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე და ლეგიტიმურად იქნება აღქმული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს შემადეგენლობაში დე-იურე შემავალი ავტონომიური წარმონაქმნების სახელისუფლებო სტრუქტურების ლეგიტიმურობის საკითხი", _ აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს უპარტიოთა მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ თუ ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადამინისტრაციის ლეგიტიმურობის საკითხი მეტ-ნალებად მოგვარებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის ისე საქართველოს კანონმდებლობის თვალსაზრისით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი სახელისუფლებო სტარუქტურების ლეგიტიმაციის საკითხი არ არის უზრუნველყოფილი, რაც საქართველოს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის კონფლიქტების მოგვარებისაკენ მიმართულ ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რასაც მოქნილად იყენებენ ნაციონალ-სეპარატისტები და მათი მოსკოველი მფარველები.
"მას შემდეგ რაც აფახეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეივსო დეპუტატებით არაკონსტიტუციური სამართლებრივი აქტის გამოყენებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც არის შეზღუდული ხელმისაწვდომობის დემოკრატიის პირობებში 1991 წლის 29 სექტემბერს არჩეული აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოცილისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ნარჩენები, დაკარგა ლეგიტიმურობის ნიშან-წყალი", _ აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს უპარტიოთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი სახელისუფლებლო სტრუქტურების ლეგიტიმაციის უზრუნველყოფა, რათა ის ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ნებისმიერი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე. ეს ხელს შეუწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეინტეგრაციას საქართველოს სამართლებრივ სივრცეში.
საქართველოს უპარტიოთა მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ღია, სამოქალაქო საზოგადოების ყველა სუბიექტს ხელი შეუწყონ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას.