დღეს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი კვლავ შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს.
"ოქტომბრის ვიზიტის დროს, მათ შორის დაწყებულმა დიალოგმა ამჯერად ბევრად კონკრეტული შინაარსი შეიძინა. ნოღაიდელმა და კარასინმა ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის გზები დასახეს", _ აღნიშნულია მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასი.