პარტია ლელოს გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პოლიციამ 16 აპრილს, “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ირაკლი კუპრაძე დააკავა. მაშინ კუპრაძე სოციალური ქსელში წერდა, რომ სცემეს და სასტიკად გაუსწორდნენ ხალხს.
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ირკალი კუპრაძის ადვოკატმა უსამართლო უწოდა.
“ვერანაირი მტკიცებულებები ვერ მოიტანეს, რომ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ირაკლის მხრიდან. რაც შეეხება მოწმეებს, ამას უკვე შეჩვეულები ვართ, სამწუხაროდ, რომ ტყუილს ამბობენ ხოლმე პოლიციელები და აქაც იგივე შემთხვევა იყო. სამივე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კუპრაძის ადვოკატმა.