ამ ღირებულებების ევროპარლამენტარები ჩენი მეგობრები არასდროს იქნებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევრპარლამენტარების მიერ ქართველი პოლიტიკოსების შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუას თქმით, "ქართული ოცნება" „გამჭვირვალობის კანონს“ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და ამის გამო კონკრეტული ადამიანების დასანქცირება ევროპული ღირებულებებისგან შორსაა.
„ჩვენი სამუშაო ვითარებაა, რომ კანონები მივიღოთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამის გამო გვკიცხავენ და სანქცირებაზეც იყო საუბარი. აი, ეს არის ის, რაც გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა, როგორი არ უნდა იყოს ევროპული პარლამენტი. და მემგონია, რომ ის არჩევნები, რაც არის, ვერც კუბილიუსებს ნახავთ იქ, ვერც ფოტიგებს. ისევ დაწერენ რეზოლუციას, შეიკრიბებიან, მიიღებენ, როგორც არაერთხელ მიუღიათ. დასანქცირებას მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის, პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას, პოლიტპატიმარი არისო, ამბობენ და ეს თქვენ მიგაჩნიათ ჩვენს მეგობრად? არა და არასდროს არ იქნებიან ასეთი, ამ ღირებულების ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები. ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს და ამის გამო თუ ვინმე იქ ჩაწერს, დამასანქცირებს პირადად მე, მზად ვარ, - ამბობს ირაკლი ზარქუა.
გუშინ სტრასბურგში ევროპარალამენტრების ნაწილმა განაცხადა, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა სანქციებიც არ გამორიცხეს.